საქართველოს მთავრობამ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში არასასოფლო მიწის ნაკვეთები კომპანია "განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიას“ 49 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა.

533-ე და 534-ე განკარგულების მიხედვით, ინვესტორმა ყოველწლიურად, ჯამში 73 245 მ²-ის მიწით სარგებლობის საფასური 81 470 ლარი უნდა გადაიხადოს და ქონება "სორგითი 1" და „სორგითი 2" ჰესების ასაშენებლად და ექსპლუატაციისთვის უნდა გამოიყენოს. მიწების ნაკვეთები სოფელ ონჭევში, პიპილეთში, წოლაში, ქვედრულაში, სორგითში, ირიში, ბაჯიხევში და წედისშია.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობას, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და კომპანია „განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიას“ შორის, "სორგითი 1"-ის და „სორგითი 2 ჰესის“ აშენებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულება 2026 წლის 29 იანვარს გაფორმდა. მანამდე, ერთი დღით ადრე საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც „სორგითი 2 ჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით დასადები ხელშეკრულება მოიწონა.

სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს განახლებადი ენერგიის რეგიონალური კომპანია 2022 წელს არის რეგისტრირებული და მისი დირექტორი დავით უგრელიძეა. 90%-ს სააქციო საზოგადოება რაჭა გრინ ენერჯი (დირექტორი დავით უგრელიძე), 10%-ს კი მაკა საბანაძეა ფლობს.