ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან თბილისში, სამების ტაძრის მიმართულებით ავტობუსები უფასოდ გავა.
პატრიარქის ხსოვნისთვის პატივის მიგების მსურველები თბილისში გამგზავრებას შაბათს, 21 მარტს, 12:00 საათზე შეძლებენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს საღამოს გარდაიცვალა. მას 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ, მანამდე კი მისი სამოქალაქო პანაშვიდები 24 საათის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.
ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვის დღეებია გამოცხადებული, რომელიც მისი დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.
ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად 1977 წელს აირჩიეს.