ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ავტომობილი ჯერ ბეტონის ბორდიურს  შეეჯახა, შემდეგ კი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელიც ავტომობილს მართავდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.