ქუთაისში, რესპუბლიკის ქუჩაზე მცხოვრებლები ინფრასტრუქტურულ პრობლემაზე საუბრობენ, რომელიც, მათი თქმით, უკვე რამდენიმე თვეა მოუგვარებელია.
ადგილობრივების განმარტებით, ადგილზე განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ნალექის დროს არის.
"ოქტომბრის შუა რიცხვებში ქუჩაზე ასფალტის საფარი აიღეს და სანიაღვრე ჭები ამოიღეს. სამუშაოები გაჭიანურებულად მიმდინარეობდა. კვირაში მხოლოდ ორი დღე მუშაობდნენ. ახლა კი სამუშაოები მიტოვებულია და შეჩერებულია. რამდენიმე კვირაა, არც ერთი მუშა არ გამოჩენილა. ქუჩაზე ღია ორმებია დარჩენილი, სადაც ავტომობილები ხშირად ვარდებიან. უამინდობის დროს ორმოები წყლით ივსება და გადაადგილება განსაკუთრებით საშიში ხდება“, - აცხადებენ ადგილობრივები.
ადგილობრივები შესაბამისი უწყებებისგან დროულ რეაგირებასა და სამუშაოების განახლებას ითხოვენ.