ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე „მდგრადი ბიზნესი, ლიდერი პროფესიაში“, რომელიც „ინფო იმერეთის“ ორგანიზებით ჩატარდა, სტომატოლოგიური კლინიკა „დენტალ ლუქსი“ წარმატებულ კომპანიად დასახელდა. ეს ჯილდო კლინიკამ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დაუღალავი ზრუნვისა და სტომატოლოგიის სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიიღო.
"დენტალ ლუქსი“ პაციენტებს სთავაზობს სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას 24-საათიან რეჟიმში, ერთ სივრცეში. კლინიკის მთავარი პრიორიტეტი პაციენტის დროისა და ფინანსების დაზოგვა, ასევე მაღალი ხარისხისა და გარანტირებული შედეგის უზრუნველყოფაა.
კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რაც მკურნალობის პროცესს მაქსიმალურად ეფექტურს და უსაფრთხოს ხდის.
3D კომპიუტერული ტომოგრაფია: სამგანზომილებიანი ვიზუალიზაცია ექიმს პირის ღრუს სრულ სურათს აწვდის. ეს აუცილებელია ზუსტი დიაგნოსტიკისთვის თერაპიაში, უსაფრთხო ქირურგიული ჩარევისთვის, თანკბილვის შესასწავლად ორთოდონტიაში, ასევე ძვლის სტრუქტურის დადგენისა და იმპლანტაციის სწორად დაგეგმვისთვის. 3D დიაგნოსტიკა მინიმუმამდე ამცირებს გართულებების რისკს.
მიკროსკოპის გამოყენებით კბილის მკურნალობა ზრდის პროცესის სიზუსტესა და ხარისხს, საშუალებას იძლევა დეტალურად შეფასდეს კბილის ანატომიური აგებულება და მოხდეს მისი სრულყოფილი აღდგენა.
კლინიკაში ხელმისაწვდომია ყველა ტიპის სტომატოლოგიური მომსახურება.
"დენტალ ლუქსი“ პაციენტებს ემსახურება როგორც ქუთაისში, ასევე ბაღდათში.