წყალტუბოს პარკის შესასვლელში ე.წ. დრაივის ჯიხური გატეხეს.
როგორც "ინფო იმერეთს" ადგილზე მყოფმა განუცხადა, კომერციული ჯიხურის გატეხა არასრულწლოვანს სურდა.
"ინფო იმერეთს" შსს-ში განუცხადეს, რომ 13 წლის მოზარდი, რომელმაც ჯიხურიდან ტკბილეული მოიპარა, იდენტიფიცირებულია, თუმცა მისი დაკავება ასაკიდან გამომდინარე ვერ ხდება.
მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს.