ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის შენობაზე არსებულ სადგარზე საქართველოს დახეული დროშის ფრაგმენტი ფრიალებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეატრის თავზე არსებულ სადგარზე ან დაზიანებული დროშა ფრიალებს, ან დროშა საერთოდ არ არის აღმართული. სამოქალაქო აქტივისტებისა და ადგილობრივების თქმით, პრობლემა პერიოდულად მეორდება და დროულ რეაგირებას ხშირად არ მოჰყვება.

განსაკუთრებით სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ხვალ, 14 იანვარს, საქართველოში ერთდროულად აღინიშნება სახელმწიფო დროშის დღე და ქართული თეატრის დღე.

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო სიმბოლოს მიმართ თეატრის ადმინისტრაციამ მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა თეატრი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, იმ ნაწილშია განთავსებული, სადაც ყოველდღიურად ათობით ადგილობრივი და ვიზიტორი დახეულ დროშას ხედავს.