"ოპოზიციის ალიანსმა" ქუთაისში მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეკრებილებს ალიანსის არსი და მიზნები გააცნეს.

დღესვე ქუთაისში პოლიტიკოსებმა ფლაერები დაარიგეს, ისინი მოსახლეობას 26 მაისს თბილისში აქციაზე იწვევდნენ და ალიანსის გეგმებზე ესაუბრებოდნენ.

ოპოზიციონერების განცხადებით, ისინი საქართველოს ყველა  რეგიონში შეხვდებიან მოქალაქეებს.

ამ წუთებში შეხვედრაზე პოლიტიკოსები ქუთაისელების კითხვებს პასუხობენ.