"ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი "ოპოზიციის ალიანსთან" შეხვედრაზე მისულ ქუთაისელებს მადლობას უხდის.
"დიდი მადლობა ყველას, ვინც გუშინ ქუთაისის შეხვედრაზე მოვიდა.
ბოდიში ყველას, ვისაც ფეხზე დგომა მოუწია - დარბაზის ზომა ვერ გავთვალეთ, რადგან ყველა არ იყო რეგისტრირებული.
უკეთ დავგეგმავთ - ზაფხულში იმდენი ხნით ჩამოვალთ, რომ ცალ-ცალკე შევხვდეთ ჯგუფებს და ყველას მიეცეს საუბრის საშუალება.
ერთი-ორი მიშისტი იყო, რომელიც ფრუსტრირებულია იმ შიშველი ფაქტით, რომ მათი ლიდერი ჩვენი ლიდერი არაა.
“აღიარეთ, თორემ ჭორებს გაგივრცელებთ და დაგაბრალებთ რომ საშიში და მოღალატე ხართ” მოდალობაში არიან - მაგრამ არაფერი ისეთი, same old საცოდაობა.
ასევე ფრუსტრირებულები არიან ქოცები, რომ თბილისიდან ნატარებ ტიკტოკერს არ მივეცით შეხვედრის ლაივში გაშვების საშუალება", - წერს ჩერგოლეიშვილი.
"ოპოზიციის ალიანსმა" 28 აპრილს ქუთაისის მოსახლეობას ალიანსის გეგმები გააცნო.