ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია ხსნის, რატომ მოხსნა საპატრიარქო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა.

მისი თქმით, ხმის მიცემის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გადაწყვიტა საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა.

"ხმები რომ არ დაკარგულიყო, იყო შემოთავაზება, ვინც ხსნის კანდიდატურას, მოდი, ხმები რომ არ დაიკარგოს, მოვხსნათო, ამ პრინციპის გამო, მოვხსენით რამდენიმემ. ამის შემდეგ კი დარჩნენ ის ექვსი კანდიდატი, ვინც უკვე იცის საზოგადოებამ. პირველად იყო დაწერილი ის 15, რომლებიც აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს, შემდეგ როდესაც მოვხსენით, დარჩა ექვსი, შემდეგ გავიდა მეუფე თეოდორე და დაწერა ამ ექვსის სახელი, შემდეგ ყველას გადმოგვცა ეს ფურცლები. როდესაც ჩვენ შევდიოდით კაბინაში, ამ ფურცლების მიხედვით, ვინც გვინდოდა, იმას ვწერდით. იმ ექვსიდან ყველას შეეძლო თავისი თავიც კი დაეწერა", - აცხადებს მეუფე ანტონი.