ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის პირველი წრე ქუთაისის "ტორპედოსთვის" გამორჩეული აღმოჩნდა. ამ დროისთვის გუნდს 16 გატანილი გოლი აქვს, რაც ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.
შეტევის ხაზში ლიდერობა გიორგი არაბიძემ და ვლადიმერ მამუჩაშვილმა გადაინაწილეს - ორივე ფეხბურთელი 6-6 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. არაბიძის ანგარიშზე 2 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა, ხოლო მამუჩაშვილმა 3 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა თავი.
სტატისტიკის გარდა, ქუთაისური კლუბი დასწრების მხრივაც ლიდერია. 7 აპრილს გამართულ „ქართულ კლასიკოს“, რომელშიც „ტორპედომ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 10 000-მდე გულშემატკივარი დაესწრო.