ქუთაისში მცხოვრებლები საავტომობილო გზებზე არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.
ადგილობრივების თქმით, ქუჩების უმრავლესობაზე ორმოებია, რაც ხშირად საავარიო სიტუაციებს ქმნის.
"ქუთაისის ცენტრალურ თუ პერიფერიულ ქუჩაზე ყველგან პრობლემებია. ორმოებად არის ქალაქი ქცეული. მანქანები კი სწრაფად რომ დარბიან, ოღონდ ორმოს ააცილონ და ხშირად საავარიო სიტუაციას ქმნიან. აუცილებელია ამ ორმოების ამოვსება", - ამბობენ ადგილობრივები.