ქრისტე მოვა, ეს საღვთო განგებულებაა, რომელსაც ადამიანის მოქმედება ვერ შეცვლის, ჩვენ უბრალოდ გზა უნდა გავუმზადოთ მას, - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკის (ხაჩიძე) საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული.

ეპისკოპოსის თქმით, თუკი უპოვარს შევიფარებთ, მშიერს დავაპურებთ, შეშინებულს ვანუგეშებთ, სასოწარკვეთილს იმედს დავუბრუნებთ და დაჩაგრულს გავამხნევებთ, აუცილებლად გავამზადებთ გზას.

"დიახ! ქრისტე მოვა. ეს საღვთო განგებულებაა, რომელსაც ადამიანის მოქმედება ვერ შეცვლის. ჩვენ უბრალოდ გზა უნდა გავუმზადოთ მას. როგორ? უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი უპოვარს შევიფარებთ, მშიერს დავაპურებთ, შეშინებულს ვანუგეშებთ, სასოწარკვეთილს იმედს დავუბრუნებთ და დაჩაგრულს გავამხნევებთ, აუცილებლად გავამზადებთ იმ გზას და გავათბობთ იმ ბაგას, რომელშიც ყოვლადძლიერი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლადმოწყალე და ყოვლადკეთილი უფალი იშვება”, - აღნიშნულია 2026 წლის საშობაო ეპისტოლეში.