ქუთაისის ბაგა-ბაღებში 2026–2027 წლის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 21 სექტემბერს განახლდება.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია 2 სექტემბრიდან დაიწყება და 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ბავშვის ჩასარიცხად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა: ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი); ორი ფოტოსურათი (ფორმატი 3×4); ჯანმრთელობის ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.