შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ტყიბულელმა სპორტსმენმა ფინალში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა დაამარცხა.
გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს მედალია – 28 აგვისტოს ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.