საჩხერეში, თევზაობის დროს ახალგაზრდა მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

ადგილობრივები "ინფო იმერეთთან" აცხადებენ, რომ თევზაობისას ანკესი ელექტროკაბელს გამოედო, რამაც დენის დარტყმა გამოიწვია.

31 წლის მამაკაცი საჩხერის საავადმყოფოში გადაიყვანე, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"ინფო იმერეთი" შსს-ს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.