საქსტატის მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 010 195 ერთეული შეადგინა.

ავტოპარკის უდიდესი ნაწილი დედაქალაქზე მოდის. თბილისში სულ 984 369 ავტომობილია რეგისტრირებული.

რაც შეეხება რეგიონებს, პირველ ადგილს იმერეთი იკავებს. რეგიონში 211 660 ავტომობილი ფიქსირდება, რაც საქართველოს ყველა სხვა რეგიონის მაჩვენებელს აღემატება.

საქსტატის მონაცემებით, ავტომობილების გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

იმერეთი - 211 660;  ქვემო ქართლი - 163 878; კახეთი - 152 383; აჭარის ა/რ - 129 254;  სამეგრელო-ზემო სვანეთი - 108 193; შიდა ქართლი - 96 001;  სამცხე-ჯავახეთი - 67 152; მცხეთა-მთიანეთი - 45 177; გურია - 40 778; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11 350;