მოძრაობა "სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის" წევრები და დაკავებულთა ოჯახები რეგიონული კამპანიის - "თავისუფლების ხმა ციხიდან" ფარგლებში ამჯერად საჩხერეში იმყოფებიან.
პატიმრების ოჯახის წევრები მოსახლეობას ქუჩებში შეხვდნენ და გაესაუბრნენ. ისევე როგორც სხვა ქალაქებში სტუმრობისას, მოქალაქეებს ჭიათურაშიც გაზეთები - "თავისუფლების ხმა ციხიდან“ და "საკანი 101“ დაურიგეს.
მათ ადგილზე მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე და დაკავებული მაღაროელების ოჯახის წევრები დახვდნენ.
მშობლების განცხადებით, ჭიათურაში დედებმა მათი გულისტკივილი გულთან ახლოს მიიტანეს.