ქუთაისში საერთაშორისო ფოტოკონკურსის "ილო 2026" გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
წლევანდელ კონკურსზე ნამუშევრები პროფესიულმა ჟიურიმ შეაფასა. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
კონკურსი "ქალაქის სიმბოლოები“:
I ადგილი - ნატა კახიძე
II ადგილი - გიორგი ბაბლოვანი
III ადგილი - ვარლამ ფესტვენიძე
რუბრიკა "ამბავი ერთ კადრში“: გამარჯვებული - გიორგი ცაავა
საერთაშორისო ფოტოკონკურსი "ილო“ ყოველწლიურად იმართება. მისი მთავარი მიზანია როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ფოტოგრაფების გამოვლენა და ქუთაისში ფოტოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა.