სტომატოლოგიური კლინიკა „დენტალ ლუქსი“ პაციენტებს ინოვაციურ სიახლეს სთავაზობს.

პირველად დასავლეთ საქართველოში და მხოლოდ „დენტალ ლუქსის“ ქუთაისისა და ბაღდათის ფილიალებში უკვე ხელმისაწვდომია პრემიუმ ხარისხის ფრანგული იმპლანტები - Global D.

რატომ აირჩიოთ Global D?

- უმაღლესი ბიოთავსებადობა და სწრაფი შეხორცება;

- განსაკუთრებული გამძლეობა და ხანგრძლივი სტაბილურობა;

- ინფექციებისგან სრულად დაცული სისტემა, რომელიც მაქსიმალურად ინარჩუნებს ღრძილსა და ძვლოვან ქსოვილს.

"დენტალ ლუქსის“ ორივე ფილიალი მულტიპროფილურია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღოს ნებისმიერი სტომატოლოგიური მომსახურება. კლინიკაში მოქმედებს შემდეგი მიმართულებები: თერაპია, ქირურგია, ორთოპედია, ორთოდონტია, პაროდონტოლოგია, იმპლანტოლოგია, ბავშვთა სტომატოლოგია, ასევე მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა - 3D კომპიუტერული ტომოგრაფია, ვიზიოგრაფია და ორთოპანთომოგრამა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ მათი საქმიანობის მთავარი მიზანი თავდაჯერებული ღიმილის შექმნაა. ამ შედეგის მისაღწევად „დენტალ ლუქსი“ ერთობლივად იყენებს ყველა საჭირო კომპონენტს: მუდმივ პროფესიულ განათლებაში ჩართულ, გამოცდილ ექიმებს, უმაღლესი ხარისხის სამუშაო მასალებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ აღჭურვილობას. ამის დასტურია კმაყოფილი პაციენტების ის დიდი რაოდენობა, რომელიც კლინიკამ საქმიანობის განმავლობაში შეიძინა.

მნიშვნელოვანია, რომ სტომატოლოგიური კლინიკა „დენტალ ლუქსი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მიიღონ კვალიფიციური დახმარება.

ანდეთ თქვენი ღიმილი პროფესიონალებსა და მსოფლიო დონის ინოვაციებს!

მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია:

ქუთაისი: თამარ მეფის ქუჩა №42

ბაღდათი: ვაჟა-ფშაველას ქუჩა (მერიის მოპირდაპირედ)

საკონტაქტო ნომრები (ჩასაწერად და კონსულტაციისთვის): 574 512 119 | (0431) 24 35 60