არ არსებობს ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც გაუძლებს ხალხის უკმაყოფილებას, - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი სერბეთში სტუდენტური მოძრაობის გამარჯვებას.
მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ფაქტმა აჩვენა, როგორ შეუძლია საზოგადოებას გამოკვეთილი ლიდერისა და ძლიერი პოლიტიკური პარტიების გარეშეც გაერთიანება და ხელისუფლების შეცვლა.
"პრაქტიკულად საზოგადოების ყველა სეგმენტში არის უკმაყოფილება, ვინ არის კმაყოფილი იმით, რომ სკოლებს ანგრევენ და არ აშენებენ არასოდეს, იმითი, რომ იზრდება ფასები, იმითი, რომ გარე მოვაჭრეები გაუშვეს სახლში და გამოყარეს იქიდან, სადაც იყვნენ.
არ არსებობს დიქტატურა ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც გაუძლებს ხალხის უკმაყოფილებას. როცა ხალხის მოთმინების ფიალა ივსება, მერე იწყება ასეთი მოძრაობა, ჩვენც ვითმენთ, ვითმენთ და ჩვენც ვგრძნობთ, რომ ივსება და ივსება [მოთმინება], ეს შეიძლება იყოს სტუდენტების მოძრობა, გლეხების მოძრაობა, ამ შემთხვევაში გვაჩვენეს ამ სტუდენტებმა, რომ ლიდერიც არ არის საჭირო, რომ გვეუბნებიან და გვიმეორებენ, რომ თქვენ ვერაფერს ვერ იზამთ, იმიტომ, რომ ლიდერი წინასწარ გამოცხადებული არავინ არ არის.
რეჟიმი თავისით დაიშლება შეიძლება უცებ ისე, რომ ვერავინ ვერ თქვას დღეს არის და ხვალ აღარ არის, საერთოდ ასე ამბობენ დიქტატურებზე, რომ დიქტატურა არის და უცებ აღარაფერი აღარ არის. ეს მოხდა ჩაუჩესკოს რუმინეთში. ახლა მივდივარ რუმინეთში და ძალიან ბევრ ქვეყანაში", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი