ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რაოდენობა დადგენილ ლიმიტს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საპატიმროში, სადაც ოფიციალური ლიმიტი 1 068 ადგილს შეადგენს, ამჟამად ზღვარზე 292-ით მეტი პატიმარი იმყოფება, რაც დადგენილ ნორმას 27.34%-ით აჭარბებს.
№2 დაწესებულების მსგავსად პატიმრების რაოდენობა დაწესებულ ლიმიტზე მეტია №8 და №15 დაწესებულებებში.