კათოლიკოს-პატრიარქი შიო III 3 ნოემბერს ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა. ეს პატრიარქის რანგში მისი პირველი ვიზიტი იქნება იმერეთის რეგიონში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დეტალები ჯერჯერობით სრულად არ გახმაურებულა.

უცნობია ისიც, მოინახულებს თუ არა კათოლიკოს-პატრიარქი ხონისა და სამტრედიის შემდეგ გელათის მონასტერს, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც უკვე წლებია, მიმდინარეობს და რომლის პროცესსაც საქართველოს საპატრიარქო კურირებს.