ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის შედეგად 4 ავტომობილი დაზიანდა, მათ შორის როგორც მოძრავი, ასევე გაჩერებული მანქანები.

დაშავებულია ორი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

"ინფო იმერეთს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.