ქუთაისის საკრებულოში  4 პარტია მოხვდა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით ხმების 77.4 % "ქართულმა ოცნებამ", 5.7 % "გირჩმა", 5.7 % "ლელომ",  4.5 % კი "გახარია საქართველოსთვის" პარტიამ მიიღო.

ასევე, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" ყველა მაჟორიტარული ოლქი მოიგო.

შესაბამისად წინასწარი ინფორმაციით, 25-კაციან ქუთაისის საკრებულოში 22 დეპუტატი "ქართულ ოცნებას", თითო-თითო დეპუტატი კი ბარიერგადალახულ ოპოზიციას ეყოლება. 

აღნიშნულ არჩევნებში არ მონაწილეობდა "ნაციონალური მოძრაობა და "კოალიცია ცვლილებისთვის".