ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თინათინ ჭელიშვილის სამოქალაქო სარჩელი და ბათილად ცნო სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ გადაწყვეტილება, რომელიც მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ეხებოდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებები ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად ვადის გასვლას არ ითვალისწინებდა, რის გამოც აღნიშნული საფუძვლით გათავისუფლება დაუსაბუთებლად ჩაითვალა.

გადაწყვეტილებით, მოპასუხე მხარეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის ანაზღაურება.

ამასთან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესახებ და ამის ნაცვლად კომპენსაცია განსაზღვრა.

სასამართლოში თინათინ ჭელიშვილის ინტერესებს სამართლიანი არჩევნების ადვოკატი ანა ჩაფიძე იცავდა.