ქუთაისში მცხოვრები 35 წლის ქალი, სამხედრო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 3 შვილთან ერთად მარტო დარჩა.

ოჯახს ნაქირავებ 30 კვ.მ ბინაში, მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება.

ახალგაზრდა ქალი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მუშაობს, მას ფეხების ტკივილი აწუხებს. აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე ოჯახს პურის ფულიც კი არ აქვს.

"ვარ სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა, მეუღლე წელიწადი და 8 თვეა, რაც გარდამეცვალა ტრაგიკულად და ყოველდღიურ პრობლემებთან დავრჩი მარტო. დამხმარე არავინ მყავს და ძალიან რთულ პირობებში ვცხოვრობთ. აღდგომა მოდის და ისიც არ ვიცი, მეუღლის საფლავზე რა გავიტანო, ვერც ჩემი შვილები შეხვდებიან სხვა ბავშვების მსგავსად. ვერ ვმუშაობ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და იძულებული ვარ, მაღაზიაში ვალად ავიღო საკვები. ჩემი თხოვნა იქნება საზოგადოების მიმართ, რომ თუ მიიტანენ ჩვენს გაჭირვებას გულთან და მცირედით დაგვეხმარებიან", - აცხადებს მაია მინდაძე.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:
🏦 საქართველოს ბანკი
#GE14BG0000000161275280
🏦 თიბისი ბანკი
#GE04TB7048245068100055
🏦 ლიბერთი ბანკი
#GE78LB0711138217930000

მიმღები მაია მინდაძის და ნინო მინდაძე.