ქუთაისში 22 მარტს, 15:00 საათზე, აქცია სლოგანით "ძალა ერთობაშია" გაიმართება.
აქციას საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული მოქალაქეები შეუერთდებიან, რათა გამოხატონ მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის.
აქცია მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ერთიანობის, სოლიდარობისა და საერთო პასუხისმგებლობის გაძლიერებას, რაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის.
ორგანიზატორების განცხადებით, ეს პროტესტი არის პასუხი ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში უკვე წელიწად-ნახევარია გრძელდება.
"ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს - ჩვენ გვაერთიანებს როგორც საერთო წუხილი, ასევე საერთო მიზნები და საერთო მომავლის რწმენა", - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.