ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, საწარმოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამ დროისთვის ზარალის ოდენობა უცნობია.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.  

გუგუნავას ქუჩაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, ცეცხლი და დაკვამლიანება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხანძრის კერა ქალაქის სხვადასხვა ქუჩიდან ჩანდა.