სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა.
ზესტაფონში, რუსთაველის 86-ში და ვანში, თავისუფლების 4-ში მდებარე არალეგალურ სასაკლაოებში, სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა საეჭვო წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს, რის გამოც ობიექტები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებში სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. გეგმური ინსპექტირება ტარდება რისკის დონის განსაზღვრის გარეშე, წელიწადში ოთხჯერ; გარდა ამისა, ტარდება არაგეგმური ინსპექტირებაც. მიმდინარე წელს ჩატარებულია 1035 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 80 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.