გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უკანონო ტყითსარგებლობის შემთხვევა გამოავლინეს.

უკანონო სახერხი დანადგარი ხარაგაულის სოფელ ხევის მიმდებარე ტყეში იყო მოწყობილი.

ტერიტორიიდან ამოღებულია „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის სახეობის დაახლოებით 2 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი), ასევე – 2 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორი.

მასალები, რომელშიც სისხლის სამართლის ნიშნები იკვეთება, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაეგზავნა.