ქუთაისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგები 2025 წლის 26 დეკემბერს დაიწყება და 2026 წლის 14 იანვრამდე გაგრძელდება.

ქალაქის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში "ინფო იმერეთს" განუცხადეს, რომ აღნიშნულ პერიოდში სწავლა-აღმზრდელობითი პროცესი შეჩერდება, ხოლო ბავშვებს ბაღებში დასწრება 15 იანვრიდან შეეძლებათ.

საახალწლო არდადეგები ყოველწლიურად მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით ცხადდება და ის ყველა საჯარო ბაგა-ბაღს შეეხება.