ქუთაისში, მელიქიშვილის ქუჩაზე ავტომობილი გატეხეს.
მანქანა "კოალიცია ცვლილებისთვის" იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერს გიორგი კილაძეს ეკუთვნის.
მისი თქმით, მანქანიდან პლასტიკური ბარათი წაიღეს.
პოლიტიკოსს პოლიციისთვის არ შეუტყობინებია.
"კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია, გაგებით ვეკიდებით. დღეს დილით მანქანა გატეხილი დამხვდა. წაღებულია პლასტიკური ბარათი, რომელზეც დავალიანება მქონდა. პოლიცია არ გამომიძახებია", - ამბობს დაზარალებული გიორგი კილაძე.