წყალტუბოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ცოლ-ქმარი ნინო კიკალიშვილი და ილარიონ კათამაძე არიან.

როგორ "ინფო იმერეთს" ადგილზე მყოფებმა განუცხადეს, ქალბატონს ვერ დაუკავშირდნენ ტელეფონზე, რის შემდეგაც დაიწყო მისი ძებნა. საგამოძიებო უწყებებმა კარი შეამტვრიეს და ბინაში გარდაცვლილ ცოლ-ქმარი აღმოაჩინეს. 

ნინო კიკალიშვილი წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ექიმი იყო.

"ინფო იმერეთს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.