ქუთაისში, შპს „პარკინგსერვისი“ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ქალაქის ფასიან სადგომებზე ხშირად დგანან ე.წ. „სტაიანშიკები“, რომლებიც მძღოლებს უკანონოდ სთხოვენ თანხას.
კომპანიის განმარტებით:
"პარკინგსერვისს“ არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ პირებთან
პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალური გზებით:
სწრაფი გადახდის აპარატებით
მობილ ბანკით
ბანკის ფილიალებში
"პარკინგსერვისის“ ოფისში
ასევე აღნიშნულია, რომ "სტაიანშიკებთან“ ფულადი ანგარიშსწორება სავალდებულო არ არის.
კომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავს შემთხვევებში თავი შეიკავონ ფულის გადაცემისგან და ისარგებლონ მხოლოდ ოფიციალური გადახდის საშუალებებით.