ხონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში კინჩხაში, გორდს და ძეძილეთში  ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა  რისკის შემცველი ადგილები.

საუბარია ეროზიულ და მცირე მეწყრულ ზონებზე, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭიროებს სპეციალისტების მხრიდან.

აღნიშნული პროცესები საფრთხეს უქმნის როგორც ინფრასტრუქტურას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რთული გეოგრაფიული რელიეფის პირობებში.

არსებული მდგომარეობა აჩენს საჭიროებას დროული და მიზნობრივი პრევენციული ღონისძიებების გატარებისა, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო ზიანი.

ხონის მაღალმთიან სოფლებში მეწყრული და ეროზიული პროცესები მუნიციპალიტეტმა მერმა ლადო ჯურხაძემ დაათვალიერა.