25 მარტს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღინიშნება.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს ცნო.