ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, იმერეთის რეგიონში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მდინარე რიონის კალაპოტიდან 1 346 371 მ³ წიაღისეული უნებართვოდ მოიპოვეს, რამაც გარემოს 19 561 423 ლარის ზიანი მიაყენა.

უკანონო მოპოვების ფაქტის შენიღბვის მიზნით დამზადდა 3 443 000 ლარის ღირებულების ყალბი დოკუმენტები.

ჯამში, იმერეთში გამოვლენილია მრავალი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი, რომელზეც პასუხისგებაში მიეცა რამდენიმე პირი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-12 წლამდე ვადით.