საქართველოში საწვავი ისევ ძვირდება. ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა.

ამის მიზეზი სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებია, რის გამოც ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია.

მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, სწორედ ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა.