ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით, ბრაკონიერმა სანადირო იარაღით შველი მოკლა.

გარემოსთვის მიყენებული ზიანი 5 000 ლარს შეადგენს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო ნადირობას გულისხმობს.