ქუთაისში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინფო იმერეთს" ახლობლებმა განუცხადეს, რომ 33 წლის ქალი, მე-5 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. 

შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა. 

ქალი საავადმყოფოში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

"ინფო იმერეთს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.