იმერეთში შობადობა წლიდან წლამდე უარესდება. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს იმერეთში 12-ვე მუნიციპალიტეტში ჯამში 4 275 ბავშვი დაიბადა. 

მიმდინარე ტენდენცია ცხადყოფს, რომ შობადობა იმერეთში მნიშვნელოვნად მცირდება, რაც რეგიონში დემოგრაფიული  გაუარესების მაჩვენებელია.

"ინფო იმერეთი" გთავაზობთ ბოლო  წლების შობადობის მაჩვენებელს:

2020 წელს — 5 873 ბავშვი
2021 წელს — 5 879 ბავშვი
2022 წელს — 5 215 ბავშვი
2023 წელს — 4 837 ბავშვი
2024 წელს — 4 494 ბავშვი
2025 წელს — 4 275 ბავშვი

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კლება გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით: დედათა საშუალო ასაკის მატება, მიგრაციის ზრდა, ეკონომიკური გამოწვევები და სოციალური პირობები. აღნიშნული ტენდენცია პროგნოზების მიხედვით, უახლოეს წლებში შესაძლოა, გაგრძელდეს, რაც რეგიონული პოლიტიკისა და სოციალურ დახმარების პროგრამებისთვის გამოწვევად რჩება.