ქუთაისში, ბუკიას ქუჩაზე, 9-სართულიანი კორპუსის მე-6 სართულიდან 21 წლის გოგონა გადმოვარდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონა სარეცხის გაფენის დროს გადმოვარდა და ეზოში ავტომანქანას დაეცა.

მათივე თქმით, კლინიკაში გადაყვანის დროს ახალგაზრდა გონზე იყო.

ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.