ზესტაფონის თეატრის მსახიობს თემურ ქველიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

როგორც თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თემურ ქველიაშვილი გერმანიაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ამჟამად მკურნალობას გადის დიუსელდორფის კლინიკაში და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად კიდევ არაერთი რთული სამედიცინო ჩარევაა საჭირო, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული.

"მეგობრებო, დღეს ჩვენი თეატრის ოჯახი რთული გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი მსახიობი, კოლეგა და მეგობარი, თემურ ქველიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურება ქართულ თეატრს, ზესტაფონის კულტურულ ცხოვრებასა და ჩვენს მაყურებელს, გერმანიაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

თემური ამჟამად დიუსელდორფის კლინიკაში გადის მკურნალობას. მას უკვე ჩაუტარდა რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად კიდევ არაერთი რთული სამედიცინო ჩარევაა საჭირო, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული.

ამ მძიმე პერიოდში მისი ოჯახი ჩვენი თანადგომისა და მხარდაჭერის მოლოდინშია. გთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში, მხარი დაუჭიროთ თემურს და მის ოჯახს. თითოეულ შემოწირულობას, თითოეულ გაზიარებას და თითოეულ გამოხატულ თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ანგარიშის ნომერი:
BOG: GE98BG0000000615316800
TBC: GE13TB7891145064300065
მიმღები: ნ.ა 

გვჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის მხარდაჭერით შევძლებთ ამ რთული გზის გავლას.

წინასწარ მადლობას გიხდით თანადგომისთვის", - აღნიშნულია ზესტაფონის სახელმწიფო თეატრის განცხადებაში.