ქუთაისის ცენტრში, მერიის წინ არსებულ ბულვარში, ფანჩატურში არასრულწლოვნებმა შუახნის მამაკაცზე ფიზიკურად იძალადეს.

კადრები "ინფო იმერეთს" მიაწოდეს, სადაც ჩანს, რომ არასრულწლოვნები კაცს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, შემდეგ კი ფიზიკურად ძალადობენ.

"ზურგი რატომ შემაქციე, მე კაი ბიჭი ვარ ცხოვრებით, შენ ვინ ხარ?!" - ეუბნებიან მოზარდები მამაკაცს და შემდეგ ფიზიკურად უსწორდებიან.

ძალადობის შემდეგი მამაკაცი გონებას კარგავს და ძირს ეცემა.

"ინფო იმერეთს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, ძალადობის ფაქტი გასული წლის ზაფხულში მოხდა, თუმცა ვიდეო დღეს გასაჯაროვდა.