ქუთაისში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, მეუღლე, დედა და  მეუღლის მეგობარი დაჭრა.

სამივე პირი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა "კარფურის" მიმდებარედ არსებულ მრავალსართულიან კორპუსში გვიან ღამით მოხდა.

როგორც "ინფო იმერეთს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ყვირილის ხმა ესმოდათ, შემდეგ კი სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.

"ინფო იმერეთი"  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.