ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი მცირეწლოვან ბიჭს დაეჯახა. 

არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს და არსებული ინფორმაციით, ის თავს კარგად გრძნობს.

მოზარდი ნიკეას ქუჩის მცხოვრებია. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ინფორმაციას ჟურნალისტი დათო ცხვარაძე ავრცელებს.