ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, სასამართლომ ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
2025 წლის 27 ივლისს, ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, ორ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ.
საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.