ქუთაისში პატრიარქის ნათლულებმა ილია II-ის ხსოვნის უკვდავსაყოფად თეთრი ბუშტები გაუშვეს.

ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით, ქუთაისში მისი ნათლულების და მათი მშობლების ორგანიზებით მსვლელობა გაიმართა.

მსვლელობა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან დაიწყო და ბაგრატის ტაძრამდე გაგრძელდა.

მსვლელობისას მონაწილეები დროებით შეჩერდნენ ჯაჭვის ხიდზე, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პატრიარქის ხსოვნას. დუმილის შემდეგ ბავშვებმა ცაში თეთრი ბუშტები გაუშვეს, რის შემდეგაც მსვლელობა კვლავ გაგრძელდა ბაგრატის ტაძრამდე.

ტაძრის ეზოში მოწყობილი იყო მონიტორი, სადაც შეკრებილები თვალს ადევნებდნენ დაკრძალვის ცერემონიის პირდაპირ ტრანსლაციას.