21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

ეს დღე პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება. "ქართული გაზეთის" პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით 21 მარტს გამოიცა.

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს.